суббота, 12 декабря 2009 г.

ჩვენ და სასარგებლო ბაქტერიები

1.პროექტის სახელი: ჩვენ და სასარგებლო ბაქტერიები.



2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ბავშვები გაეცნობიან ამ მიკროორგანიზმების როლს ისეთ მნიშვნელოვანი პროდუქტების დამზადებაში, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, რძის პროდუქტები, მაგ. მაწონი.




3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები უპირატესად შეისწავლიან რძემჟავა და სპირტული დუღილის ბაქტერიებს. წიგნებითა და ისტ რესურსებით მათ უნდა დაადგინონ საიდან ხვდებიან ბაქტერიები ახლადდაწურულ ყურძნის წვენში, რა პროცესებს აწარმოებენ ისინი საკუთარ უჯრედში, რა ნივთიერებებს გამოყოფენ სპირტული და რძემჟავური დუღილისას გარემოში. ბავშვები უნდა მიხვდნენ როგორ მზადდება შამპანური და სუფრის ღვინო, რა პრინციპით ამზადებენ მაწონს, რას წარმოადგენს ე.წ. მაწვნის დედა.
ბავშვები წავლენ ექსკურსიაზე ღვინის ქარხანაში, დააკვირდებიან ღვინის წარმოებას. წავლენ რძის პროდუქტების დამამზადებელ საწარმოებში და დააკვირდებიან რძის პროდუქტების მომზადებას.


4.მონაწილეთა ასაკი: 14–17 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის ოქტომბერი – 2010 წლის იანვარი.


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაციების გაანალიზება და დისკუსიების გამართვა. ბაქტერიების აგებულების პლაკატების შექმნა. ალკოჰოლური სასმელებისა და რძის პროდუქტების დამზადებისას მიმდინარე ქიმიური პროცესების სქემა. ყველა ამ შედეგის ინტერნეტში განთავსება.


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
გაეცნობიან ბაქტერიების როლს ჩვენს ცხოვრებაში; შედგება საინტერესო შემეცნებითი პრეზენტაციები და დისკუსიები; გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს; დაამზადებენ სხვადასხვა სახის ღვინოებს და რძის პროდუქტებს.


8. სარგებელი სხვებისთვის: ზემოხსენებული პროცესები, დეტალური ახსნა–განმარტებებითა და სქემებით განთავსდება ბლოგზე და ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის, რასაც დიდი შემეცნებითი დატვირთვა ექნება.



9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქიმიაში, ბიოლოგიაში, უცხო ენებსა (რუსული, ინგლისური) და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში, გაეცნობიან ბაქტერიების უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დახელოვნდებიან პრეზენტაციების წარდგენასა და დისკუსიების წარმოართვაში.

12. პროექტის ფასილიტატორი:

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: